LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ

128
დიუშენი - აქცია - ინტერპრესნიუსის ფოტო

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი თქმით, ამიერიდან საპროტესტო აქცია ყოველ ორშაბათს, 17:00 საათიდან გაიმართება და არ დანებდებიან, ვიდრე დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის სახელმწიფო მედიკამენტს არ შემოიტანს ქვეყანაში.

როგორც აქციის მონაწილე მშობლებმა განაცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისცა მითითება, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წინ არსებულ სკვერში კარვები არ გაშალონ და 24-საათიანი პროტესტის ვადა შეამცირონ, რაც არაკონსტიტუციური და უკანონოა.

მშობლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ითხოვენ შეხვედრას, რათა აღნიშნულ პრობლემაზე გაესაუბრონ და მოთხოვნები პირადად გააცნონ.

ისინი ადგილზე სახალხო დამცველის მოსვლასაც ითხოვენ, რადგან, მათივე თქმით, ომბუდსმენმა აქციის მონაწილე მშობლების უფლებები უნდა დაიცვას.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

magti 5g