LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: ვინაიდან შსს-ს მიერ აგვეკრძალა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკრება, ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს, სოლოლაკში ჩავატარებთ ერთკაციან აქციას, რომელიც არ წარმოადგენს შეკრებას

104
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები

ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკრების ჩატარება აგვეკრძალა, ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს, 19:00 საათზე, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, სოლოლაკში ჩავატარებთ ერთკაციან აქციას, რომელიც კანონის თანახმად, არ წარმოადგენს შეკრებას და შესაბამისად, არ ექცევა შსს-ს მითითების ქვეშ, – ამის შესახებ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, დღეს, 17:00 საათიდან, მთავრობის ადმინისტრაციასთან მორიგი აქცია გაიმართება.

„ისევე, როგორც ყოველ ორშაბათს, დღეს, 17:00 საათიდან მხარდამჭერებთან ერთად, შევიკრიბებით მთავრობის ადმინისტრაციის წინ და ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ ვითხოვთ წამალს ჩვენი ბავშვების გადასარჩენად. ხელისუფლების უმოქმედობის ყოველი დღე უდრის დაკარგულ სიცოცხლეს.

ასევე, ვაგრძელებთ უწყვეტ აქციებს მთავრობის ადმინისტრაციის წინ და დიუშენის მარშს ყოველ კვირა დღეს. ასევე, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობითი მითითებით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკრების ჩატარება აგვეკრძალა, ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს, 19:00 საათზე, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, სოლოლაკში ჩავატარებთ ერთკაციან აქციას, რომელიც კანონის თანახმად, არ წარმოადგენს შეკრებას და შესაბამისად, არ ექცევა შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითების ქვეშ.

მადლობას გიხდით ყველა ჩვენ მხარდამჭერს გვერდში დგომისა და დახმარებისთვის!,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, მშობლები უკვე 28-ე დღეა, მთავრობის სახლთან მედიკამენტის მოთხოვნით უწყვეტ აქციებს მართავენ. ისინი სახელმწიფოსგან ქვეყანაში იმ წამლის შემოტანას ითხოვენ, რომელიც, მათივე განცხადებით, ბავშვებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს და კუნთების დისტროფიის პროცესს შეანელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g