LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს შეწყვიტოს ჟურნალისტთა დისკრიმინაცია

46
1

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა შეწყვიტოს და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.

“დღეს, 2021 წლის 11 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლები არ მიიწვიეს და დასწრება მხოლოდ მედიის ნაწილისთვის იყო შესაძლებელი.” – აღნიშნულია ორგანიზაციის მიმართვაში.

“კოალიციისთვის ცნობილია, რომ ბრიფინგის ანონსი არ მიუღიათ ზოგიერთ ონლაინ-მედიასაშუალებებსაც.

TV პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტელევიზიის წარმომადგენლები შეხვედრის დასასრულს დაუშვეს, თუმცა მათ არ მიეცათ შესაძლებლობა – დაესვათ კითხვეები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გლდანის ციხეში გადაყვანის შესახებ.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს.” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

პოპულალურები