ყოფილი დეპუტატი, პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი გარდაიცვალა. დავითაშვილი ალადაშვილის კლინიკაში მკურნალობდა.
„მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა“, – აცხადებენ კლინიკაში.
კობა დავითაშვილი 49 წლის იყო.
მას რამდენიმე წლის წინ ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს. დაახლოებით 2 კვირის წინ ალადაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს, სადაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა.
კობა დავითაშვილსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ამავე უნივერსიტეტში ასევე სწავლობდა ეკონომიკის ფაკულტეტზე ბიზნესის ორგანიზაციისა და მენეჯმენტის სპეციალობით.
კობა დავითაშვილი იყო რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი, ასევე დედაქალაქის საკრებულოს წევრი 2010-2012 წლებში.
2013 წელს კობა დავითაშვილმა საქართველოს მთავრობასთან უთანხმოების გამო მალე დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა და კენჭი იყარა საპრეზიდენტო არჩევნებში. დავითაშვილმა განაცხადა, რომ დატოვებდა პოლიტიკას, თუ ვერ მოაგროვებდა ხმათა 3%-ს. არჩევნებში ხმათა 0,6%-ის მიღების შემდეგ განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკას ტოვებდა.
დავითაშვილს მეუღლე და ხუთი შვილი დარჩა.
„ფორტუნა“ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.