LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა ბიწაძე: „ის ნამდვილად ვიცი, კობა რომ ცოცხალი იყოს, კომპრომისულ გადაწყვეტილებას მოიფიქრებდა, რომელიც ქვეყნისთვის სასიკეთო იქნებოდა…“

130
kobadavitashvili

კობა დავითაშვილის მეუღლე, ინგა ბიწაძე „ტვ პირველს“ სტუმრობდა, სადაც ეროვნული თანხმობის შესახებ ისაუბრა და უპასუხა კითხვას, როგორი მოსაზრება ექნებოდა ამ პროცესთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, კობა დავითაშვილი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ეროვნული თანხმობის პროცესში მასთან ერთად დადგებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი პოლიტიკოსის მეუღლეს ღირსების მედალი გადასცა.

ინგა ბიწაძე:

„კობა სამართლიანობისთვის იბრძოდა იმის მიუხედავად, თვითონ დაზარალდა თუ არა. მისთვის ამ მომენტს დიდად მნიშვნელოვანი ღირებულება არ ჰქონდა, რომ თვითონ იყო დაზარალებული. ის იბრძოდა კანონის უზენაესობისთვის. კანონი რაც უნდა მკაცრი იყოს, თუ ყველას მიმართ არ გატარდა, მაშინ ეფექტურობას კარგავს. მთავარი სიმკაცრე არ არის, მთავარი არის საყოველთაობა. ამისთვის იბრძოდა კობა, რომ კანონი ყველაზე ერთნაირად უნდა ვრცელდებოდეს…

არ ვარ პოლიტიკოსი, კობას მაგივრად ვერ ვისაუბრებ. ის რომ ცოცხალი იყო, ნამდვილად მეცოდინებოდა მისი აზრი… ის ნამდვილად ვიცი, კობა რომ ცოცხალი იყოს, კომპრომისულ გადაწყვეტილებას მოიფიქრებდა, რომელიც ქვეყნისთვის სასიკეთო იქნებოდა. სალომეს კობა ძალიან ენდობოდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები