კობა დავითაშვილის მდგომარეობა დამძიმდა, ის ალადაშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამჟამად პოლიტიკოსი კლინიკაში თირკმლის უკმარისობის დიაგნოზითაა გადაყვანილი.
მას მაანკილოზებელი სპონდილიტი, ე.წ. „ბეხტერევის დაავადება“ აქვს.
დიაგნოზი 2017 წლის ივლისში დაუსვეს. დაავადება მე-4 სტადიაშია.
კობა დავითაშვილი აცხადებდა, რომ ავადმყოფობა იმ ძლიერი ტრავმების შედეგად განუვითარდა, რაც 2007 წლის 7 ნოემბერს მიაყენეს, როცა მიტინგის დროს სპეცრაზმელები თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.
ცნობისთვის, კობა დავითაშვილი, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატია.
მას მეუღლე და 5 შვილი ჰყავს.