„კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, კობა ხაბაზი სასამართლოში დაიბარეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჩამაბარეს უწყება. 5 თებერვალს 14:00 საათზე, სასამართლოში ვარ დაბარებული. უნივერსიტეტთან გზის გადაკეტვაში მდებენ ბრალს.
ისე სხვათა შორის, წარმოვიდგინე მე რომ გზის გადაკეტვისთვის მასამართლებენ, ის მოძალადეები, ლამის სასიკვდილოდ რომ მცემეს, რა დღეში ეყოლებათ, ალბათ საკნებში ჰყავთ გამომწყვდეული – მეთქი”, – წერს ხაბაზი „ფეისბუქზე“.