LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობა ხაბაზი: „ვბრუნდები საქართველოში, გული უკვე უკან მომიწევს, ჩემს ძმებთან, ჩემს თანამებრძოლებთან“

182
fot (2)

კობა ხაბაზი უკრაინიდან საქართველოში ბრუნდება.

ამის შესახებ ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს და ნიკა გვარამიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.

„ვბრუნდები საქართველოში.

ალბათ დიდ ხანს ვერ გავძლებ, გული უკვე უკან მომიწევს, ჩემს ძმებთან, ჩემს თანამებრძოლებთან.

კიევში Nika Gvaramia რომ არ მენახა, გული დამწყდებოდა.

ლამის 24 საათიანი შეხვედრების გრაფიკის მიუხედავად, შეძლო დროის გამონახვა, ბევრი ვისაუბრეთ, ომზე, მშვიდობაზე, უკრაინაზე და რა თქმა უნდა ჩვენი სამშობლოს მომავალზე.

იცით როგორია ნიკა?

აი ისეთი, როგორც კონფუციმ შეხვედრის შემდეგ ლაო-ძი დაახასიათა:

„წარმოიდგინეთ დედამიწის ზომის ურჩხული, ხომ წარმოგიდგენიათ რა ზომის თავი ექნება იმ ურჩხულს? აი ასეთი თავი აქვს ლაო-ძის.“ – წერს კობა ხაბაზი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები