LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობა ნაყოფია: სააკაშვილის სართულზე ციხის ფანჯრები დაბურეს და მიმსვლელს წერილს აღარ გამოატანენ

113
Untitled design (2)

რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილის სართულზე რემონტი ჩაატარა და ციხის ფანჯრები დაბურა იმ მიზნით, რომ მხარდამჭერებმა სააკაშვილი გარედან ვეღარ დაინახონ. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი, კობა ნაყოფია ავრცელებს.

როგორც ნაყოფიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ყველა პირს, გარდა ადვოკატებისა, ციხიდან სააკაშვილის წერილების გამოტანა აეკრძალა.

კობა ნაყოფიას შეფასებით, „ქართული ოცნების” ხელისუფლებას, უკვე სააკაშვილის კალიგრაფიით დაწერილი წერილისაც ეშინია, შესაბამისად სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა რომ დაუშვან, „პანიკაში ჩავარდებიან”.

„ყველასთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილს აკრძალული აქვს ზარების განხორციელების უფლება და მისი ხმის ეშინიათ. ახლა, ყველა ფანჯარა დაბურეს, შეღებეს და ჩაკეტეს ისე, რომ გარედანაც ვერცერთმა მისმა მომხრემ ვერ ნახოს, ერთ დღეში ჩაატარეს რემონტი.

მასთან მიმსვლელ პირებს უკვე წერილსაც არ ატანენ, გაგვაფრთხილეს, რომ წერილის გამოტანა არ შეიძლება და იგზავნება მხოლოდ ფოსტით. ერთადერთი შესაძლებლობა, რომ მივიღოთ მისგან წერილები იქნება ფოსტა, ან ადვოკატები. პარლამენტის წევრი, ექიმი ან ოჯახის წევრი, რომელიც მასთან შევა წერილს მიხეილ სააკაშვილისგან ვერ წამოიღებს. გასაგებია, რომ მისი ხმის ეშინიათ და პროცესები გადადეს, რომ ხალხმა ვერ დაინახოს, თვითონ ხუმრობს ხოლმე თავის კალიგრაფიაზე და ახლა უკვე მისი კალიგრაფიით დაწერილი წერილისაც ეშინია „ქართული ოცნების” ხელისუფლებას. წარმოიდგინეთ რა პანიკაში იქნებიან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა რომ დაუშვან”, – აღნიშნა კობა ნაყოფიამ.

შესაძლოა, შიმშილობა დასრულდეს ფატალური შედეგით და ოპერაციის საჭიროება საერთოდ არ დადგეს: სააკაშვილის ადვოკატი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g