LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, შიმშილობა დასრულდეს ფატალური შედეგით და ოპერაციის საჭიროება საერთოდ არ დადგეს: სააკაშვილის ადვოკატი

79
დიმიტრი საძაგლიშვილი

ექსპრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აბსურდს უწოდებს ხელისუფლების განცხადებებს, რომლის მიხედვითაც თუ ოპერაცია იქნება საჭირო, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია.

საძაგლიშვილის თქმით, შესაძლოა, ოპერაციის საჭიროება საერთოდ არ დადგეს და შიმშილობა ისე დასრულდეს ფატალური შედეგით.

ადვოკატმა ამის შესახებ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლის შემდეგ განაცხადა და კონსილიუმის რეკომენდაციებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა:

“ხელისუფლებამ საკუთარი ინიციატივით შექმნა კონსილიუმი, სადაც სხვადასხვა დარგის სპეციალისტები შეიყვანა და განაცხადა, რომ კონსილიუმის რეკომენდაციებს ზედმიწევნით შეასრულებდნენ. ჩვენ ვნახეთ კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაცია, რომლის თანახმად, შიმშილობის ამ ფაზაში უკვე არსებობს ის მდგომარეობა, როდესაც ნებისმიერ დროს შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა.

ამ ჩარევის რესურსი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში არ არსებობს, ამის მიუხედავად, ხელისუფლება არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციებს და საუბარია, რომ თუ ოპერაცია იქნება საჭირო მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება ჰოსპიტალიზაცია, რაც სრული აბსურდია. შესაძლოა, ოპერაციის საჭიროება საერთოდ არ დადგეს და შიმშილობა ისე დასრულდეს ფატალური შედეგით, ოპერაცია შეიძლება სულაც არ იყოს ამასთან კავშირში.” – თქვა საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილს არ აქვს საჭიროება, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.

magti 5g