LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ამერიკული კანონი ევროპულ სივრცეში რომ იყოს გადმოტანილი, ადამიანის უფლებების სტანდარტებთან წინააღმდეგობაში იქნებოდა

171
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის შეფასებას, რომელიც მან მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე გააკეთა.

„ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ – ნედ პრაისი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „აღნიშნული კანონპროექტი ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი ამერიკული ვარიანტი“.

„ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტი ამერიკული კანონის ანალოგი ნამდვილად არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრად უფრო დარბილებულია.

ამერიკული კანონი ევროპულ სივრცეში რომ იყოს გადმოტანილი, ის ადამიანის უფლებების სტანდარტებთან წინააღმდეგობაში იქნებოდა.

„ჩვენ დავარბილეთ. საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს საქართველოში, ეს არის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი.

მე რუსული კანონი არ წამიკითხავს და არ ვიცი. შეიძლება ნედ პრაისს რუსული კანონი წაკითხული აქვს, შეიძლება ის ამით დაინტერესდა, მე რუსულ კანონებს ნამდვილად არ ვკითხულობ.

თუ საუბარია იმაზე, რომ ეს კანონი ამერიკულ კანონს არ ჰგავს, უნდა ითქვას, რაში არ ჰგავს. ამ ეტაპზე ამ კანონის დამცველად ვერ გამოვდგები, რადგან ჩვენ ამ კანონის გარშემო ჯერ პოზიციაც არ გვაქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ რაც შეეხება შედარებას, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონი ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი ამერიკული ვარიანტი“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ ინიცირებული კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„კანონის ინიცირებას ვაპირებ და შენ თანახმა ხარ თუ არა“ – ეს ვკითხო ნედ პრაისს?!“ – ყაველაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g