LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: აშშ-ის საელჩოს განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა იყო

30
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ეხმიანება განცხადებას, რომელიც აშშ-ის საელჩომ ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

აშშ-ის საელჩო: ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს უფრო უსაფრთხო, დემოკრატიულ, ევროპულ მომავალზე ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს

ირაკლი კობახიძის შეფასებით, აღნიშნული განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა იყო:

„ცოტა მძიმედ უნდა შევაფასო ასეთი განცხადებები. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვკადრულობთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე რაიმე ფორმით ზემოქმედებას.

გუშინ ვნახე აშშ-ის საელჩოს განცხადება, ეს იყო სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა, რაც ბუნებრივია, ძალიან მძიმეა.

ამას მე სხვა შეფასებას ვერ მივცემ. ჩვენი პარტნიორები თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ სამართლის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას როგორც საკუთარ, ასევე სხვა ქვეყანაში, ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც შემიძლია გავაკეთო. ჩვენ სხვანაირად ვუდგებით სასამართლოს დამოუკიდებლობას და სამართლის უზენაესობას“, – თქვა კომახიძემ.

კობახიძე: გვარამია სალომე ზურაბიშვილს შეურაცხყოფას აყენებდა, ასეთ პირობებში თუ მას შეიწყალებს, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა თავად პრეზიდენტის მხრიდან

შეგახსენებთ, გუშინ, 2 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მას პატიმრობა მიუსაჯა.

ნიკა გვარამიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა აქამდე განსაზღვრული ვადით – 3 წლით და 6 თვით მოუწევს.

ვიდეო: შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ნიკა გვარამიას – რას პასუხობს ზურაბიშვილი

ამავე თემაზე:

ზარქუა გვარამიაზე: რაც ახლა სასამართლოში მიმდინარეობს, არის სამართლიანობის აღდგენა

კალაძე: არავის ციხეში წასვლა არ მიხარია, თუმცა, თუ ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგოს

გვარამიას ადვოკატი: დარწმუნებული ვარ, მომავალში ამ გადაწყვეტილებას მძიმედ ინანებენ

დღეს ჩვენ ვნახეთ ე.წ. მოსამართლეები ე.წ. პროცესზე.. ისინი შვილებს თვალებში ვერ ჩახედავენ, ბრძოლა გრძელდება – სოფო ლილუაშვილი

ფოფხაძე: ყველას გთხოვთ, მიზანმიმართულად დავარღვიოთ ადმინისტრაციული კოდექსი და სასამართლოს ეზოში გავმართოთ მიტინგი.. უნდა ვიბრძოლოთ გვარამიას თავისუფლებისთვის

“ვინც თქვენს დუმილს “ბიზნესის უსაფრთხოებით” ხსნით, სწორედ მაგ ბიზნესზე დაგარტყამთ რეჟიმი” – უგულავას მიმართვა ბიზნესს

გიორგი გაბუნია: „რა უნდა ვთქვა? აღმოჩნდა, რომ ივანიშვილს ჯერ კიდევ სჭირდება, რომ ნიკა იყოს ციხეში“

ნანუკა ჟორჟოლიანი: ბატონო მოსამართლე, ვილოცებ ცხოვრება თქვენს მიმართ ისეთივე სამართლიანი იყოს, როგორც თქვენ იყავით დღეს ნიკას მიმართ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g