„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძემ განაცხადებით „ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია. რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს“.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე რუსეთის უპირატესობა არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და უცხოელი შესაბამისი წარმომადგენლები ევროპიდან და აშშ-დან ადასტურებენ.
„მაგალითად, ბოლო 1-2 კვირა რომ ავიღოთ, არცერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია უკრაინულ მხარს და მინიმუმ ბოლო 1 კვირის განმავლობაში 10-მდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსულმა მხარემ, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს. საერთო ჯამშიც რომ შევხედოთ – ომის დაწყებამდე რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული ყირიმი და დონბასის გარკვეული ნაწილი, დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული ხერსონის 80%, ხარკოვის ოლქის ნაწილი და ზაპოროჟიეს ოლქის 80%. საერთო ჯამში, უპირატესობა აქვს რუსეთს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა.
ამ პირობებში იზრდება ზოგიერთი მხარის ინტერესი, რომ საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში. ამის უკან შეიძლება რაღაც პოლიტიკური ინტერესი არსებობდეს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის განადგურების ხარჯზე ამას ვერ გავაკეთებთ. ეს ინტერესი აქვს „გლობალური ომის პარტიას“ – ვიცით ამის უკან ვინ და რა იგულისხმება, მაგრამ ამას ბოლომდე თავის სახელს არ დავარქმევთ. „გლობალური ომის პარტიას“ სწორედ იმიტომ ვამბობთ, რომ არ დავუპირისპირდეთ კონკრეტულ სახელმწიფოებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.