LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი: კობახიძე შეიძლება „ენტევეს” ან „ოერტეს” უყურებს, ან სალავიოვს უსმენს, არანაირი უპირატესობა რუსეთს არ აქვს

261
ფორტუნა (14)

„მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადების, კომენტირებისას, სადაც ის აღნიშნავს, რომ უკრაინაში უპირატესობა რუსეთს ამბობს, რომ ის „პოზიციები, რითაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან და უკრაინასთან მიმართებით გამოირჩევა, დამაზიანებელია და უკვე ვერავინ ხვდება, სად დგას საქართველო“.

„კარასინი და „ქართული ოცნება“ რამდენიც არ უნდა ეკეკლუცონ ერთმანეთს, ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ მოქალაქეები, რომლებმაც კარგად ვიცით, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი ოკუპირებულია და ამ საშინელ ქვეყანას, რუსეთს, აღიარებული ჰყავს ისინი დამოუკიდებელ ქვეყნებად, ცდას არ აკლებს, რომ თავგზააბნეულ ქვეყნებს აღიარებინოს. ამ ყველაფერს ვხედავთ და ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის რუსეთი. ვიდრე ცხინვალის და სოხუმის თავზე ქართული დროშა არ იქნება, არანაირი დათბობა არ იქნება საქართველოს მხრიდან.

ძალიან დამაზიანებელია ის განცხადებები და პოზიცია რუსეთთან და უკრაინასთან მიმართებით, რაც აქვს “ქართულ ოცნებას”, აღმაშფოთებელია და უბრალოდ, დაიბნა მთელი მსოფლიო, ჩვენ ვისთან ვართ რუსეთთან თუ უკრაინასთან, ევროპა გვინდა თუ ნახევრად ჩაძირული რუსეთისკენ მივდივართ. ეს მთელი მსოფლიოსთვის დამაბნეველია და ჩემთვის პირადად, გულისამრევია ის პოზიცია, რასაც “ქართული ოცნება” ახმოვანებს რუსეთთან და მით უმეტეს, უკრაინასთან მიმართებით, ეს გაუთავებელი პინგ-პონგი უკრაინის ხელისუფლებასთან, რომ მეტი საზიზღრობა თქვან, აღმაშფოთებელია.

უკომპასო გემივით არის “ქართული ოცნება”. უნდა ჰქონდეს ერთი მკაფიო პოზიცია, რომ ხარ ცივილიზებული სამყაროსკენ და ცივილიზებულო სამყარო არის დღეს უკრაინისკენ და არა იმ ჩაძირული, ნახევრად დანგრეული რუსეთისკენ. მე არ ვიცი, კობახიძე რას უყურებს, არ ვიცი, შეიძლება “ენტევეს” უყურებს მხოლოდ ან “ოერტეს” და იქიდან გამოიტანა დასკვნა, ან შეიძლება სალავიოვს უსმენს, გებელსის წარჩინებულ მოწაფეს, რეალობას თუ შევხედავთ, ვხედავთ, რომ არანაირი უპირატესობა რუსეთს არ აქვს. ამ ერთი წლის განმავლობაში უპირატესობას მიაღწია უკრაინამ საერთო ჯამში: დაკარგული ტერიტორიების ნაწილი დაიბრუნა, სამხედრო ძალა ძალიან ძლიერდება, ტექნიკით ძალიან ძლიერდება, უზარმაზარი გამოცდილება მოიღო და აქეთ ვხედავთ, რომ მარტო კაცის მკვლელებს და ვიღაც სიკვდილმისჯილებს დაარბენინებენ რუსული მხრიდან. შესაბამისად, კობახიძეს მოვუწოდებ სწორ და ნორმალურ საინფორმაციო წყაროებს ადევნოს თვალი და არა რუსი პროპაგანდისტების ტელეეთერებს,”- განაცხადა ელისაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს“.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე რუსეთის უპირატესობა არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და უცხოელი შესაბამისი წარმომადგენლები ევროპიდან და აშშ-დან ადასტურებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g