LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ჩვეულებრივი ყაჩაღობაა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შვეიცარიულ ბანკში, რომლის რეპუტაციაც უკვე გაცამტვერებულია.. ბიძინა ივანიშვილს ვერავინ აიძულებს, გადადგას ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება

125
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ს სამართლებრივ დავას ეხმიანება.

“ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს” – CS Victims

ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ვერავინ აიძულებს, გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება:

„ვიღაცებს სურთ, აიძულონ ბიძინა ივანიშვილი, მისი ნების წინააღმდეგ, დაბრუნდეს პოლიტიკურ პროცესში და გააკეთოს ის, რაც არ უნდა გაკეთდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება..

საზოგადოება ფართოდ არის ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება Credit Suisse-ში ივანიშვილის კუთვნილ თანხებთან დაკავშირებით. პრაქტიკულად, გაუგონარი პროცესები წარმოებს, რაც დაკავშირებულია თანხების მიტაცებასთან.

ეს არის ჩვეულებრივი ყაჩაღობა, რასაც ვაკვირდები ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შვეიცარიულ ბანკში, რომლის რეპუტაცია უკვე არის გაცამტვერებული და ამის თაობაზე, საერთაშორისო მედია ძალიან ფართოდ საუბრობს.

მთავარია, აქ თუ რა არის მოტივი. მოტივი არის პოლიტიკური ცალსახად, რაზე მინიშნებებიც ჰქონდა თავად Credit Suisse-ს. თავად ბიძინა ივანიშვილმაც თავის წერილში რამდენიმე თვის წინ, აქცენტი გააკეთა, რომ ყველაფრის თავი და თავი არის პოლიტიკური შანტაჟი. ჩვენ ვხვდებით, რა არის ამ ყველაფრის მიზანი. მინიშნება არის, ის, რომ რომ ვიღაცებს სურთ აიძულონ ბიძინა ივანიშვილი, მისი ნების წინააღმდეგ, დაბრუნდეს პოლიტიკურ პროცესში და გააკეთოს ის, რაც არ უნდა გაკეთდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს – ვერავინ აიძულებს მას გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, CS Victims ავრცელებს სტატიას, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში.

როგორც სტატიაში წერია, „ბიძინა ივანიშვილის საქმე, რომელიც შვიდ წელზე მეტია ჩართულია Credit Suisse-ისა და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავებში, ფართოდ გაშუქდა მედიის მიერ, მათ შორის შვეიცარიაშიც, სადაც კლიენტებთან ურთიერთობების მსჯავრდებული მენეჯერის მიერ ჩადენილი იქნა თაღლითობა და არასწორი მენეჯმენტი“.

მათიკაშვილი: არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მისი დაშანტაჟება შეუძლებელია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g