LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ერთ წელზე მეტია, ყოველდღე საუბრობენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხეა, ხალხსაც მოაბეზრეს თავი

47
Untitled design (2)

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრით, საზოგადოებას თავი მოაბეზრეს.

„ფაქტობრივად, ადამიანი აღარ არის, სიკვდილის პირასაა, აქვს 38-მდე სიცხე, წნევა 170“ – თემურ ჯანაშია სააკაშვილის მდგომარეობაზე

ირაკლი კობახიძე პოლიტიკურ სპეკულაციებზე საუბრობს და ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვას გააგრძელებს:

„ერთ წელზე მეტია, რაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება და იქიდან მოყოლებული, ყოველდღე საუბრობენ იმაზე, რომ სიკვდილისა და ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხეა და ა.შ.

უკვე ერთი წელია, ამაზე საუბარი მიდის და ხალხსაც მოაბეზრეს თავი. ამ ყველაფერს არაფერი საფუძველი არ აქვს. სახალხო დამცველი შევიდა და ციხიდან დიაგნოზიც კი ვერ გამოიტანა.

არის პოლიტიკური სპეკულაციები. თავიდან ბოლომდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ პატიმრის ჯანმრთელობაზე იზრუნოს და ეს გაგრძელდება, რადგან ეს  სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო: ხელები და ფეხები აქვს გალურჯებული, რამდენიმე დღე ასე ვეღარ „გაქაჩავს“ – ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები