LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ხელები და ფეხები აქვს გალურჯებული, რამდენიმე დღე ასე ვეღარ „გაქაჩავს“ – ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილზე

114
ნანუკა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას განცხადებას, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გააკეთა, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმიანება და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, რადგან „გალურჯებული აქვს ხელები და ფეხები, ვერ მეტყველებს და ელემენტარულ გადაადგილებაზე დახმარება სჭირდება“.

ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, ხელისუფლებამ სააკაშვილთან ამერიკელი ექსპერტი უნდა შეუშვას.

„ფაქტობრივად, ადამიანი აღარ არის, სიკვდილის პირასაა, აქვს 38-მდე სიცხე, წნევა 170“ – თემურ ჯანაშია სააკაშვილის მდგომარეობაზე

 

ხელები და ფეხები აქვს გალურჯებული, რამდენიმე დღე ასე ვეღარ “გაქაჩავს”

❗ ხელები და ფეხები აქვს გალურჯებული, რამდენიმე დღე ასე ვეღარ “გაქაჩავს”
? ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილზე

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ხუთშაბათი, 06 ოქტომბერი, 2022

„ხელები და ფეხები აქვს გალურჯებული, რამდენიმე დღე ასე ვეღარ „გაქაჩავს. ვერ გადაადგილდება და ელემენტარულ გადაადგილებაშიც დახმარება დასჭირდა. სიტყვებს ერთმანეთზე ვერ აბამს, მეტყველება უჭირს და სახე ძალიან დასიებული. ვიზუალურად ეტყობა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე.

ყველაზე მთავარია ის, რომ ხელისუფლების ბერკეტია მისი ვიდეომტკიცებულებები. მათ შეუძლიათ გვაჩვენონ, როგორ არის. არ ვიცი რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, მე ვიცი, რომ ხელისუფლებამ ამერიკელი ექსპერტი უნდა შეუშვას მიხეილ სააკაშვილთან, რომ საბოლოო დასკვნა დაიდოს და ეს ცირკი დამთავრდეს“, – აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი „ტვ პირველთან“ საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები