LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: კატასტროფა და გამაოგნებელია, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს მისთვის დაბალი კალორაჟის საკვები შეაქვთ

142
Untitled design

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ოჯახის წევრებს დაბალი კალორაჟის საკვები შეაქვთ.

ალასანია ნადირაძეს პასუხობს: სააკაშვილი ჭამს იმას, რაც შეუძლია, არა მგონია, ჩვენ რაღაც უგემური ან უხარისხო საკვები მოგვქონდეს

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „როდესაც ხდება თვითდაზიანება გათავისუფლების მიზნით, ამაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო ვერ აიღებს“.

„ეს ტრივიალური ჭეშმარიტებაა, ამის იქით ვერაფერს ვიტყვი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა – იზრუნოს პატიმარზე, მის ჯანმრთელობაზე, მაგრამ როცა ხორციელდება თვითდაზიანება გათავისუფლების მიზნით, ამას სახელმწიფო ვერ გაჰყვება და, მით უმეტეს, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

ჯერ იყო შიმშილობა, ანუ ეს იყო გაცხადებული თვითდაზიანება, შემდეგ ვიღაცამ ურჩია ტაქტიკის შეცვლა და ნაცვლად გაცხადებული თვითდაზიანებისა, ის გადავიდა უკვე არაგაცხადებულ თვითდაზიანებაზე, დე-ფაქტო შერჩევით კვებაზე.

მაშინ გამოაცხადა შიმშილობა და იყო შერჩევით კვებაზე, ახლა აღარ აქვს გამოცხადებული შიმშილობა და მაინც არის შერჩევით კვებაზე. განსაკუთრებით გამაოგნებელი არის ის, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს მისთვის შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები, ეს კატასტროფაა და ბევრ რამეზე მეტყველებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g