LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალასანია ნადირაძეს პასუხობს: სააკაშვილი ჭამს იმას, რაც შეუძლია, არა მგონია, ჩვენ რაღაც უგემური ან უხარისხო საკვები მოგვქონდეს

217
Untitled design

კლინიკა „ვივა მედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებას, რომ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მისი ოჯახის წევრებს საჭმლის ის კალორაჟი არ მიაქვთ, რაც საჭიროა მისი ჯანმრთელობისთვის, სააკაშვილის დედა ეხმიანება.

ნადირაძე სააკაშვილზე: ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟიც არ მოაქვთ

გიული ალასანიას თქმით, „მისი ინტერესია, მიხეილ სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში არ იყოს და რა საკვებსაც თვითონ უსახელებს, ის მიაქვს“.

„არ ვიცი, შეიძლება ქალბატონ ნინოს გამორჩა ის დიაგნოზები და განმარტებები, რომლებიც ჩვენ სპეციალისტებისგან და მაღალი დონის ექსპერტებისგან მოვისმინეთ – ისინი ამბობენ, რომ ადამიანი მოწამლულია.

იმის გამო, რომ ორგანიზმში მძიმე მეტალები აქვს, რომელიც არ გამოსულა ორგანიზმიდან, ადამიანი საკვებს ვერ იღებს და ჭამს იმას, რაც შეუძლია. სამწუხაროდ, იმაზე მეტი არ შეუძლია და იმაზე სხვანაირიც არ შეუძლია.

არ ვიცი, რა მაღაზიას გულისხმობს, მაგრამ არა მგონია, ჩვენ რაღაც უგემური ან უხარისხო მოგვქონდეს, ჩემი ინტერესია, ჩემი შვილი ამ მდგომარეობაში არ იყოს.

ექიმები გვეუბნებიან, რომ საკმარისი კალორაჟი არ არის, მართალია, მკურნალი ექიმი ამას გვეუბნება, მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩამოთვლიან ხორცი უნდა იყოს, თუ სხვა რამე. ეს ადამიანი ვერ იღებს, რამდენჯერაც მოსინჯა, იმდენჯერ უკან დააბრუნა. ორგანიზმი ასეთ საკვებს ვერ იღებს. რასაც თვითონ მისახელებს, ის მომაქვს, ხანდახან უთქვამს კიდეც, მაგრამ ვერ უჭამია. აი, ასეთი მდგომარეობაა და ეს არის ჩვენი ძირითადი პრობლემა, ადამიანი იმიტომ ხდება.

რამდენჯერმე ზურაბ ჩხაიძის კომენტარი მოვისმინეთ, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია, მაგრამ ჯანმრთელობა არ უმჯობესდება, პირიქით, უკან მიდის. ადამიანი წონაში იკლებს და სუსტდება, თქვენ წარმოიდგინეთ, დამხმარე საშუალებითაც ვეღარ გადაადგილდება, იმდენად არის დასუსტებული“, – ამბობს გიული ალასანია.

შეგახსენებთ, „ვივამედის“ გენერალური დირექტორის თქმით, ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟიც არ მიაქვთ.

აღნიშნულის შესახებ ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის კრიტიკული, თუმცა ყურადსაღებია წონა, რომელსაც ზემოთ ხსენებული მიზეზის გამო, ვერ იჭერენ.

“ძირითადი საკვების მიმტანი არის გიული ალასანია…რა უნდა ვთქვათ, რომ დედა აშიმშილებს და ცდილობს უხარისხო საჭმელი მიუტანოს, რომ მადა დაუქვეითოს შვილს?” – ხერხეულიძე ნადირაძეს ეხმაურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g