LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძირითადი საკვების მიმტანი არის გიული ალასანია…რა უნდა ვთქვათ, რომ დედა აშიმშილებს და ცდილობს უხარისხო საჭმელი მიუტანოს, რომ მადა დაუქვეითოს შვილს?” – ხერხეულიძე ნადირაძეს ეხმაურება

932
BeFunky-collage - 2023-01-23T004359.503

უხერხულია, ძირითადი საკვების მიმტანი არის გიული ალასანია. რა უნდა ვთქვათ, რომ დედა აშიმშილებს და ცდილობს უხარისხო საჭმელი მიუტანოს, რომ მადა დაუქვეითოს შვილს?, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე, კლინიკა “ვივა მედის” დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ მათი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟიც არ მიაქვთ.

ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის წონა საკვების არ მიტანით არ არის გამოწვეული.

“უხერხულია, რა უნდა ვთქვა არ ვიცი. ძირითადი საკვების მიმტანი არის გიული ალასანია. რა უნდა ვთქვათ, რომ დედა აშიმშილებს, ცდილობს უხარისხო საჭმელი მიუტანოს, რომ მადა დაუქვეითოს შვილს?…რა კომენტარი გავაკეთო არ ვიცი. მიხეილ სააკაშვილის წონა არ არის გამოწვეული საკვების არ მიტანით. ამდენს იმიტომ გვიბედავენ, რომ ყურადღება სხვა საკითხებზე არის გადატანილი”, – საუბრობს “ფორმულას” ეთერში ეკა ხერხეულიძე.

შალვა ხაჭაპურიძე: „ვივამედის“ ექთანმა, უარყო ის „ფეიკი“, თითქოს სააკაშვილი დასდევს ექთნებს და ეჩხუბება

ნადირაძე სააკაშვილზე: ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟიც არ მოაქვთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g