LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნადირაძე სააკაშვილზე: ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟიც არ მოაქვთ

419
BeFunky-collage - 2023-01-23T001632.346

ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟიც არ მოაქვთ, – აღნიშნულის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ აცხადებს.

ნადირაძე ასევე განმარტავს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის კრიტიკული, თუმცა ყურადსაღებია წონა, რომელსაც ზემოთ ხსენებული მიზეზის გამო, ვერ იჭერენ.

„ჩვენც არც კრიტიკული და არც სუბკრიტიკული [მდგომარეობა] გვაქვს. ერთადერთი, რაც ყურადსაღებია, არის წონა, მაგრამ ჩვენ ამ წონას ვერასოდეს დავიჭერთ, იმიტომ, რომ ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟი არ მოაქვთ. გაბრაზებული ვარ. ეს არის ძალიან მწირი საკვები, რომელიც არ შეიძლება მოიტანო, როდესაც ადამიანი ასე ცუდად იკვებება. მისთვის საჭიროა რაც შეიძლება მრავალფეროვანი საკვები – კარგი სუნით, კარგი გემოთი.

მაღაზიის მზა საკვები არ უნდა მოიტანო ამ დროს. ნამდვილად ვიცი, როცა მასთან გემრიელი საკვები მოუტანიათ, ის მას გემრიელად მიურთმევია. რომ იცი, რომ მეტწილად კვებაზეა დამოკიდებული მისი გაჯანმრთელება, 1000 კალორია მაინც მოიტანე. 500, 600, 700 კალორიის შესაბამისი საკვებით, რა თქმა უნდა წონაში კლება იქნება და ამას ვერსად გავექცევით. ის მიღებულ საკვებს ითვისებს.

თუ ჭამ ბორშს ან რაღაც საჭმელს, ე.ი. შეგიძლია კვება, ამიტომ, იქნებ რამე გემრიელი მოიტანონ. არავის დავადებ ხელს, უბრალოდ ფაქტია, რომ როდესაც ენდოკრინოლოგი ითხოვს, მკურნალი ექიმი ითხოვს, რომ ცოტა მრავალფეროვანი საკვები მოიტანონ, მადისაღმძვრელი სუნებით და ამ დროს მაღაზიის ცივი საკვები მოაქვთ“, – განაცხადა ნადირაძემ.

მან ასევე განმარტა, რომ კლინიკა პენიტენციური სისტემის პაციენტებს არ კვებავს.

“ძირითადი საკვების მიმტანი არის გიული ალასანია…რა უნდა ვთქვათ, რომ დედა აშიმშილებს და ცდილობს უხარისხო საჭმელი მიუტანოს, რომ მადა დაუქვეითოს შვილს?” – ხერხეულიძე ნადირაძეს ეხმაურება

„ჩართვასაც ვერ შევძლებ, გუშინ ღამით გონება დავკარგე, დავეცი, ძალიან სუსტად ვარ“ – მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს

შალვა ხაჭაპურიძე: „ვივამედის“ ექთანმა, უარყო ის „ფეიკი“, თითქოს სააკაშვილი დასდევს ექთნებს და ეჩხუბება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები