“ლექსო ლაშქრავას გარდაცვალებასა და 5 ივლისის ძალადობის ფაქტს შორის კავშირი არ არსებობს.”-ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ლექსო ლაშქარავს გარდაცვალებით კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობდნენ პოლიტიკური ქულების დაწერას და ქვეყანაში მასობრივი არეულობის ორგანიზებას.
“ლექსო ლაშქრავას გარდაცვალებასა და 5 ივლისის ძალადობის ფაქტს შორის კავშირი არ არსებობს. საბოლოო ჯამში, ამის უტყუარ დასკვნას, “ლექსო ლაშქრავას გარდაცვალებასა და 5 ივლისის ძალადობის ფაქტს შორის კავშირი არ არსებობს. წარმოადგეს. მე ხომ იურისტი ვარ, იურიდიული სტანდარტი არის უმაღლესი. მაშინაც კი, როდესაც ყველამ ყველაფერი იცის, სამართალდამცავ ორგანოს მოეთხოვება იხელმძღვანელოს 100%-იანი სტანდარტით. ჩვენ ამ განცხადებების გაკეთება შეგვიძლია იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც ყველას გვაქვს.
რაც შეეხება 5 ივლისის ძალადობას, ეს ჩვენ არაერთხელ დავგმეთ და ასევე, მიმდინარეობს პროცესი, რომელიც იმას გულისხმობს, რომ ყველა მოძალადე კანონის შესაბამისად დაისაჯოს. ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვმოქმედებთ,”- განაცხადა კობახიძემ “რუსთავი 2”-თან.
