LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: მთავრობაში ერთი ცვლილება მოხდება – ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის

139
BeFunky-collage (8)

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის შემადგენლობაში ერთადერთი ცვლილება განხორციელდება და თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. კობახიძემ ამის შესახებ პარტიის ყრილობის შემდეგ განაცხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა

„რაც შეეხება მთავრობას, თქვენ იცით, რომ გასული სამი წელი იყო გამორჩეულად წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის, სტაბილური გარემოს შენარჩუნება, ჩვენ მოვახერხეთ და ნომინალური ეკონომიკა გავაორმაგეთ, ეს იყო ის წარმატებები, რომელიც პირველ რიგში დაკავშირებულია მთავრობის საქმიანობასთან, პირველ რიგში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობასთან და რა თქმა უნდა, ამ წარმატებაში თავისი წვლილი მიუძღვის მთავრობის თითოეულ წევრს.

პირველ რიგში, ამის გათვალისწინებით, როდესაც საუბარი გვქონდა გუნდში მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით და მინდა, ხაზი გავუსვა, პირველ რიგში, რომ მთავრობის თითოეულ წევრს შევთავაზე დარჩენა, ერთადერთი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება.

მე პატივს ვცემ მის პოზიციას, შესაბამისად, ერთადერთი ცვლილება განხორციელდება საქართველოს მთავრობაში, თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა. ეს არის ის შემადგენლობა, რომელიც ოფიციალურად წარედგინება პარლამენტს“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები