მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა.
როგორც „ქართული ოცნების“ ახალმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ყრილობაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, პარტიის კანდიდატი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძე იქნება და მას წარმატებები უსურვა. ყრილობაზე სიმბოლური კენჭისყრაც გაიმართა.
პარტიის ყრილობამდე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს.
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს