„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თბილისის მერის განცხადებას და ამბობს, რომ „ღია კარში და ორპირ ქარში ყოფნა ძალიან საშიშია“.
კალაძე: თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ NATO-ს წევრი!
„ზოგადად შემიძლია გითხრათ შემდეგი: ერთ-ერთი წინა პრეზიდენტი საუბრობდა ამაზე, ღია კარში და ორპირ ქარში ყოფნა არის ძალიან საშიში.
იმედი მაქვს, რომ ქვეყნის ამ მდგომარეობაში დიდხანს დატოვება, ვიღაცის მიზანი არ არის.
ორპირმა ქარმა გაციება იცის. შესაბამისად, ეს მდგომარეობა კარგი და სწორი მდგომარეობა არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.