LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ნინო ლომჯარია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ურეიტინგო „ნაცია“

241
ing (1)

„ვერ შეასაღებ ქართულ საზოგადოებას „არანაცად“ ლომჯარიას და იმ ადამიანებს, რომლებიც მის გარშემო არიან დღეს შეკრებილები, ისინი ჩვეულებრივი „ნაცები“ არიან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი პლატფორმა – „საქართველოს ევროპული ორბიტა“ შექმნა 

კობახიძის თქმით, „ნინო ლომჯარია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ურეიტინგო „ნაცია“.

„ლომჯარიას რომ წარმოაჩენ შუაშისტად, რასაც აკეთებენ მათი პატრონები, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ დაგეგმვაში აბსოლუტურად უსუსურები არიან. მერე ჩვენზე ბრაზდებიან – რატომ ვიგებთ არჩევნებს და რატომ აგებენ არჩევნებს ნაცები ყოველ ჯერზე.

ლომჯარია რომ გამოგყავს და ამ მართლა ნაცს წარმოაჩენ შუაშისტად, რა თქმა უნდა, წაგებული დარჩები. ვის უნდა წაართვას ლომჯარიამ ხმები? მაქსიმუმ ხაბეიშვილს წაართვას. შესაბამისად, მუდმივად ცდებიან ისინი დაგეგმვაში და მერე ჩვენზე ბრაზდებიან, როდესაც დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს.

რა თქმა უნდა, შემდეგ არჩევნებსაც დიდი უპირატესობით მოვიგებთ. ლომჯარია ბევრად უფრო სუსტი პროექტია, ვიდრე თავის დროზე „ლელო“ და გახარია იყო. ლომჯარია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ურეიტინგო „ნაცია“. აქედან გამომდინარე, როგორი ასეთი პროექტებიც უნდა დააინიიცირონ, დღეს ლომჯარია იქნება, ხვალ შეიძლება სხვა რომელიმე გვარი იყოს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წარუმატებლობისთვის არის განწირული“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

„ლომჯარია ქართველი ე.წ. ლიბერალის ტიპური ნიმუშია: აგენტი ნული ინტელექტით, ნული სინდისით და ნული სამშობლოს სიყვარულით – ლომჯარიას შემთხვევაში, ამას ნული ქარიზმაც ემატება“ – „ხალხის ძალა“

ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი აცხადებს, რომ ნინო ლომჯარია და ქართველი ხალხი სახაროვის სახელობის პრემიაზე წარადგინა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები