LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების აღიარებას ურჩევს

1544456323-s-5-1024x683

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების აღიარებას ურჩევს. ირაკლი კობახიძის თქმით,  წაგებასაც ისევე ღირსეულად შეხვედრა სჭირდება, როგორც მოგებას.

„ოპოზიციამ პრაგმატულად და რაციონალურად უნდა იმოქმედოს, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც მოგებას სჭირდება ღირსეული შეხვედრა, ასევე წაგებას. ოპოზიციის ბუნებიდან და სულიდან გამომდინარე რთული იქნება, მაგრამ ამის გაკეთებას მოვუწოდებ, რაც მათთვის არის მნიშვნელოვანი”, – აღნიშნა კობახიძემ პრეზიდენტის ინაუგურაციის საკითხზე ოპოზიციის განცხადების შეფასებისას.

ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნა ბრძოლის შემდეგ მუშტების ქნევას ჰგავს. მისივე თქმით, ოპოზიცია ბიულეტენების ბათილად ცნობის თაობაზე ტყუილს საუბრობს.

„მუდმივად გვესმის, რომ თითქოს, 100 ათასზე მეტი ბიულეტენი იყო ბათილად ცნობილი. ზოგი 80 ათას ამბობს, ზოგი – 90 ათასს. მუდმივად იტყუებიან ამაშიც კი. ბათილად ცნობის რაოდენობა უპრეცედენტოდ დაბალი იყო, სამ პროცენტზე ნაკლები იყო. ამაშიც კი იტყუებიან. ეს აჩვენებს, რომ სალაპარაკო არაფერი აქვთ, ეს არის მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ, რაც ღირსეული საქციელი არ არის. მარცხს უნდა შეეგუონ.

გამოვრიცხავ, რომ საპარლამენტო მუშაობას რაიმე პრობლემა შეექმნას. პარლამენტი უფრო მეტი ენერგიით გააგრძელებს მუშაობას, პარლამენტი ისეთი აქტიური იქნება, როგორც არასდროს. ამას ხელს ახალი კონსტიტუციაც შეუწყობს”, – განაცხადა კობახიძემ.

გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.

გიორგი ვაშაძის განმარტებით, წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტების დადასტურების შემთვევაში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი დაირღვა, რაც საფუძველია კანდიდატის რეგისტრაციის მოთხოვნის ლეგიტიმურობის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები