LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: რაის რუსეთს ჩაგაბარეთ, ასეთი სისულელის კითხვა როგორ შეიძლება? – თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, კეთილი ინებოს და დამიჯდეს საჯარო დისკუსიაში

167
ირაკლი კობახიძე

„კანონთან დაკავშირებით ვერცერთი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი. მე შევთავაზე ყველას საჯარო დისკუსია, ყველა გაექცა მას. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სინამდვილეში არგუმენტები არ არსებობს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ თუ ვინმეს აქვს პრეტენზია კანონთან დაკავშირებით, შეუძლია ეს საჯარო დისკუსიაში დააფიქსიროს.

ამასთან, კობახიძის თქმით, „სანქციების უნდა ეშინოდეს მხოლოდ და მხოლოდ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“.

,,საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ კანონს შეერთებულ შტატებთან არანაირი კავშირი არ აქვს” – მეთიუ მილერი

„გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა, რევოლუციის პრევენციას არ აქვს ალტერნატივა, რევოლუციის პრევენციას საქართველოში არ აქვს ალტერნატივა, არეულობის პრევენციას არ აქვს ალტერნატივა და მეორე ფრონტის პრევენციას არ აქვს ალტერნატივა. ამ ყველაფერს ემსახურება კანონი გამჭვირვალობის შესახებ. რაც შეეხება სანქციებს, სანქციების უნდა ეშინოდეს მხოლოდ და მხოლოდ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არის ჩემი პირდაპირი გზავნილი.

ნატალი საბანაძე: პიროვნებები, რომლებმაც საკუთარი საეჭვო ბიზნეს საქმეებისთვის ჩვენი რუსეთის „ნაცრისფერ სივრცედ” გადაქცევა გადაწყვიტეს, უნდა დაისაჯონ! – თუ მსოფლიო კიდევ ერთხელ გაიყოფა რკინის ფარდით, დაგვეხმარეთ ბრძოლაში, რომ არასწორ მხარეს არ აღმოვჩნდეთ

თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, კეთილი ინებოს და დამიჯდეს საჯარო დისკუსიაში. ვერ ბედავენ, გაურბიან საჯარო დისკუსიას, მაინც აგრძელებენ დაუსაბუთებელ კრიტიკას.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, ასეთი სისულელის კითხვა როგორ შეიძლება, რაის რუსეთს ჩაგაბარეთ, რა სისულელეს ამბობთ?! თქვენმა პოლიტიკურმა პარტიამ შემოიყვანა რუსული ტანკები საქართველოში და რუსეთს ტერიტორიების 20% ჩააბარა.

გასული დღეების განმავლობაში, ჩვენ ბევრი რამით გვემუქრებოდნენ, მათ შორის სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს რამდენიმე კვირის წინ. ამასთან დაკავშირებით და შესაბამის მუქარასთან დაკავშირებით თუ ექნება რომელიმე ქვეყანას ინტერესი, მზად ვარ გამოძიებას მივცე ინფორმაცია და მტკიცებულება. კიდევ ერთხელ, როცა საქმე ეხება მუქარას, სადაც გაჟღერდა სლოვაკეთის პრემიერის გვარი, თუ იქნება რომელიმე ქვეყნის მხრიდან ინტერესი, მზად ვარ გამოძიებას მივცე შესაბამისი ინფორმაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: „გუშინ კონგრესში ჩვეულებრივი ღალატი ვიხილეთ, ვანო და ნატალია, „სერგო ორჯონიკიძეები“ საუბრობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით, ეს იყო ბოლშევიკური ღალატი“

magti 5g