LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „რუსთაველზე ყოველდღიურად გამოდის დაახლოებით 150 ადამიანი, ისინი აჩვენებენ საზოგადოებას, როგორია ოპოზიციის დღევანდელი სრულიად უსუსური სახე – რადიკალურ ოპოზიციას ვერ მივცემთ საშუალებას, რომ 26 მაისს რაიმე სერიოზული პროვოკაცია მოაწყონ“

115
ირაკლი კობახიძე

„რუსთველის გამზირზე ყოველდღიურად დაახლოებით, 150 ადამიანი გამოდის და ისინი ყოველდღიურად აჩვენებენ საზოგადოებას, თუ როგორია ოპოზიციის დღევანდელი სრულიად უსუსური სახე – რადიკალურ ოპოზიციას ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ 26 მაისს რაიმე სერიოზული პროვოკაცია მოაწყონ“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციას პროვოკაციის მოწყობის არავითარი რესურსი არ აქვს.

„საუბრობენ პროვოკაციებზე, მსხვერპლზეც კი, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ გეგმებს განხორციელება არ უწერია. ამის ელემენტარული რესურსი არ აქვთ მათ. ხედავთ, სადამდე მიიყვანა საკუთარმა პატრონმა ოპოზიცია. ყოველდღიურად გამოდის დაახლოებით 150 ადამიანი რუსთაველის გამზირზე და ისინი ყოველდღიურად აჩვენებენ საზოგადოებას თუ როგორია ოპოზიციის დღევანდელი სრულიად უსუსური სახე. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, არავითარი პროვოკაციის მოწყობის რესურსი არ აქვს ოპოზიციას, შესაბამისად, 26 მაისი ზეიმი ჩაივლის ისე, როგორც უნდა ჩაიაროს.

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ

ეს არის საერთო ეროვნული დღესასწაული. ეს არის დამოუკიდებლობის დღე, შესაბამისად, ეს უნდა იყოს საერთო სახალხო ზეიმი და ბუნებრივია, რადიკალურ ოპოზიციას ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ რაიმე სერიოზული პროვოკაცია მოაწყონ ამ დღეს. ბუნებრივია, ეს დღე უნდა ჩატარდეს როგორც საერთო ეროვნული დღესასწაული,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: „ნახევარი თბილისი ლამის გადაწვეს, ყველგან დანაშაული, არსად – დამნაშავე, შეიძლება ასეთი რამ მოხდეს?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g