LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე რუსულ რუბლებზე: ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, იგივე კუპიურები გადმოყარეს, რაც რამდენიმე დღის წინ, საერთო კოორდინაცია კარგად ჩანს

177
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (8)

„ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, მორიგი აქტი“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომაზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა მოქალაქემ დარბაზში ბანერი გადმოფინა და დეპუტატებს, სავარაუდოდ, რუბლები გადმოაყარა.

„ასეთი რაღაცის გაკეთება არის ნაძირლობა.. პირდაპირი ეთერი რომ არ იყოს, ნახალოვკელი ვარ და ვიტყოდი“ – „ოცნების“ დეპუტატი რუბლების გადმოყრაზე

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ პროვოკაციისთვის შშმ ბავშვები გამოიყენეს.

„მინდა გამოვეხმაურო იმ პროვოკაციას, რომელიც პარლამენტში განხორციელდა. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, მორიგი აქტი. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ შშმ ბავშვები გამოიყენეს ამ პროვოკაციისთვის, ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტისთვის. ეს აჩვენებს იმ ადამიანების სახეს, რომლებიც ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ რაღაც მიზნების მიღწევას, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი პროვოკაციების განხორციელება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება შშმ ბავშვების გამოყენება ამისთვის.

ვიდეო: მოქალაქემ „ოცნების“ დეპუტატებს რუსული რუბლები გადმოაყარა – „არა რუსულ რეჟიმს“

მოქალაქე სკანდირებდა – „არა რუსულ რეჟიმს“, „არა რუსულ ოცნებას“.

შიგნით ნახეთ რა მოხდა, ჯერ პროვოკაცია განხორციელდა და ამას ტაშით შეხვდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მთელი რადიკალური ოპოზიცია, რაზედაც მიიღეს ბუნებრივია სათანადო პასუხი. ეს პასუხი ძალიან კარგად შეირგეს, რადგან იციან, რომ არ არიან მართლები. არავითარი ფიზიკური მუქარა არ ყოფილა, მათ მიიღეს სათანადო სიტყვები და შეირგეს, რაც სწორია.

რაც შეეხება კოორდინაციას, იგივე კუპიურები იყო გადმოყრილი, რაც რამდენიმე დღის წინ. ეს 5 ათას რუბლიანი კუპიურები სიმბოლურია, ისიც სიმბოლურია, რომ ხოშტარიას მანამდე ჩაერიცხა 5 მლნ რუბლი. საერთო კოორდინაციაა და ეს ძალიან კარგად ჩანს. იქ იყო სამი-ოთხი „გირჩელი“ „ფორმულასთან“ ერთად, „ფორმულამ“ დაგეგმა პროვოკაცია და ამისთვის მიიყვანა მასთან აფილირებული „გირჩელები“.

მათი სახე ნახეთ. ეს არის პოლიტიკურად დაგეგმილი, კოორდინირებული ქმედებები, რაც არის აკერმანის სახელმძღვანელოში წარმოდგენილი. მტკიცებულება არის ის, რომ ისინი არიან აქტივისტები. რუბლები გადმოყარა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე თსუ-ში მომხდარ ინციდენტზე: მოსული იყვნენ „ფორმულასთან“ აფილირებული ახალგაზრდები, საჭიროა, ისინი სწორ რელსებზე მოექცნენ, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგონები – დაქორწინდნენ

ვიდეო: „დედას შევიგინები, მაგ სიტყვას როგორც ახსენებთ“ – მამუკა მდინარაძე ოპოზიციონერ დეპუტატებს დაუპირისპირდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g