LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ვინ დგება სააკაშვილის თავდებში? – ეს იგივეა, მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანოს

81
BeFunky-collage (6)

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, რათა ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ და აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ასეულობით პატიმარია, ვისაც სააკაშვილის მსგავსი ან უფრო რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს.

არ ვთვლი სწორად – ხათუნა სამნიძე არ აპირებს მიხეილ სააკაშვილს თავდებში დაუდგეს

„ეს იგივეა, მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანოს. „ნაციონალური მოძრაობა“ პასუხისმგებლობას იღებს სააკაშვილზე, სასაცილოა. მათი ბელადია სააკაშვილი და ვინ ვისზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ეს ცალკე თემაა და საკითხავია – ღიმილის მომგვრელია”, – თქვა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს განცხადებაზეც, სადაც უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, „ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული, შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმების გარეშე“.

იუსტიციის სამინისტროს პასუხი სააკაშვილს: მნახველების დაშვება უზრუნველყოფილი იქნება კანონმდებლობის და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების შესაბამისად

“პატიმარი თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელი თვითონ არის – სასჯელაღსრულების დაწესებულებები პასუხისმგებელი არიან შესაბამის მომსახურებაზე, მათ შორის, სამედიცინო მომსახურებაზე,  რაც შეეხება ამ სიმულაციებს, სპეკულაციებს, თუ დაზიანებებს, ბუნებრივია, მათ წარმატება ვერ ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი პატიმარი ასეთივე წარმატებული იქნებოდა საკუთარ სიმულაციებში. ბუნებრივია, ეს არ უნდა დაუშვას არცერთმა უწყებამ“,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” გამოკვლევებისთვის გადასვლაზე თანხმობას გამოთქვამს, თუმცა რამდენიმე პირობით. მოთხოვნებს შორის არის მნახველებზე შეზღუდვის მოხსნა, ასევე გამოკვლევების პროცესში მისი ექიმების ჩართვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g