LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძეს უნდა გაეწიოს სამედიცინო კონსულტაცია, რომ გავარკვიოთ აქვს თუ არა გადახრა – ბადრი ჯაფარიძე

156
BeFunky-collage (1)

“ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ირაკლი კობახიძის განცხადებებს რეალობასთან აცდენილს უწოდებს. როგორც ბადრი ჯაფარიძე აღნიშნავს, ირაკლი კობახიძე მოქალაქეებს დასცინის

“მე დიდი ხანი ვმუშაობდი ფსიქოლოგიის სფეროში. შესაძლოა, ამ შემთხვევაში საჭირო იყოს, რომ კობახიძეს გაეწიოს სამედიცინო კონსულტაცია იმისთვის, რომ გავარკვიოთ გადახრასთან, პათოლოგიასთან გვაქვს თუ არა საქმე, როდესაც ადამიანს წარმოსახვა ეუბნება, რომ ეს რეალობაა. ეს ვერსიაც ლეგიტიმურია. მგონი, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს, ძალაუფლებით გარყვნილ, შეუფერებელ ადგილზე მყოფი ადამიანის მხრიდან თავის თანამოქალაქეებზე დაცინვას”, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

“უფრო ადრე წარდგენაც შეგვეძლო, მაგრამ გვინდა, ხარისხიანი დოკუმენტი იყოს” – რა თქვა კობახიძემ EU-ს კითხვარზე, ფარულ ჩანაწერებსა და უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე

დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გეგმებზე ისაუბრა.

„სააკაშვილი ჩამოვიდა პირველ რიგში იმისათვის, რომ საქართველოში საარჩევნოდ აეჭრა სიტუაცია და ამ სიტუაციის აჭრის მთავარი მიზანი იყო, ბუნებრივია, ხელისუფლების გადატრიალება და ამ ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ, სააკაშვილი, რომელიც მოდიოდა ხელისუფლებაში თავის პარტნიორებთან ერთად – გახარიასა და „ლელოსთან“ ერთად. ის უკვე ერთვებოდა ომში საქართველოს სახელით“. – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

კობახიძეს გახარიას გუნდის წევრები პასუხობენ – „ვერ ეგუებიან… რას ვიზამთ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g