LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობი ბრაიანტის ცოლი ვერტმფრენის მფლობელი კომპანიისგან ასობით მილიონ დოლარს მოითხოვს

383
kobibryantnewsjn

ვანესა ბრაიანტმა სასამართლოში სარჩელი მეუღლისა და შვილის გარდაცვალებიდან მალევე შეიტანა. რამდენიმე დღის წინ კი საქმეს ახალი დოკუმენტაცია დაემატა.

ბრაიანტის ქვრივი დარწმუნებულია, რომ კობისა და ჯიჯის გარდაცვალება უბედური შემთხვევა არ ყოფილა და დამნაშავეები არსებობენ. სწორედ ამიტომ, ის ვერტმფრენის მფლობელი კომპანიისგან საკმაოდ სოლიდურ კომპენსაციას მოითხოვს.

„კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის გარდაცვალების გამო, ვანესა ბრაიანტი ფინანსური და მორალური ზარალის ანაზღაურებას, ასევე დამნაშავეების დასჯას ითხოვს“ – აღნიშნულია სარჩელში.

ვანესამ დაადასტურა, რომ ასობით მილიონი დოლარის მოთხოვნას აპირებს.

მოსარჩელე მხარე დარწმუნებულია, რომ პილოტმა ამინდი არ გაითვალისწინა და ვერტმფრენის მართვისას სერიოზული შეცდომები დაუშვა. მანამ სანამ რეისს შეასრულებდა, მფრინავს მეტეოროლოგიური პირობები უნდა გადაემოწმებინა და ძლიერი ნისლიანობის გამო ფრენა გადედო.

ბრაინტი, მისი ქალიშვილი ჯიჯი და ოჯახის 6 მეგობარი კალათბურთის თამაშზე მიფრინავდნენ, როდესაც ვერტმფრენი ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.

გამოძიება ამ დრომდე გრძელდება და ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია. ექსპერტთა პირველადი შეფასებით, ვერტმფრენის ჩამოვარდნა ტექნიკურ გაუმართაობასთან არანაირ კავშირში არ ყოფილა, საბოლოო დასკვნა კი მხოლოდ მომავალ წელს გამოქვეყნდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g