LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობი ბრაიანტისა და მისი 13 წლის ქალიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე ატირებული ჯენიფერ ლოპესი

304
safe-image

ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტისა  და მისი 13 წლის ქალიშვილის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ, მათი ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები შეიკრიბდნენ.

ჯენიფერ ლოპესი და მისი საქმრო, ალექს როდრიგესი იმ 20 000 სტუმარს შორის იმყოფებოდა, ვინც გადაწყვიტა, გარდაცვლილთა ხსოვნისთვის პატივი მიეგო.

კობი ბრაიანტის მეუღლემ, ემოციური სიტყვა წარმოთქვა,  ჯენიფერ ლოპესმა კი ცრემლები ვერ შეიკავა. სწორედ აღნიშნული კადრები დააფიქსირა უამრავმა ტელევიზიამ.

როდესაც ჯენიფერ ლოპესმა მეგობრის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი განათავსა: „მე და ალექსი კობის ვიდეოებს ვუყურებდით, ვიხსენებდით მასთან მეგობრობის პერიოდს, ეს საშინელებაა…“ – განაცხადა ჯეი ლომ.

შეგახსენებთ, NBA-ის 41 წლის ვარსკვლავი,  5 ტიტულის მქონე კალათბურთელი, კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი ავიაკატასტროფაში, მიმდინარე წლის იანვარში  დაიღუპა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები