LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”კოდა” ხორცის წარმოებას განაახლებს

528

კომპანია ”კოდა” ქათმის ხორცის წარმოებას მაისიდან განაახლებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ჭუჭულაშვილმა განუცხადა, ”კოდამ” ხორცის წარმოება 3 წლის წინ შეაჩერა, რისი მიზეზიც დღგ გახდა.

”სამწუხაროდ, იმ ეტაპზე ბაზარზე არაკონკურენტუნარიანები ვიყავით. მოგეხსნებათ, სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტი- როგორც ხორცი, ისე კვერცხი  ჩვენთან იბეგრება. ამიტომაც,  იმპორტირებულ ქათმის ხორცს, რომელიც იაფია, კონკურენციას ვერ ვუწევდით”, – აღნიშნა ჭუჭულაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბაზარზე ახლაც იგივე სიტუაციაა დაბეგვრის თვალსაზრისით. თუმცა, ”კოდაში” იმედოვნებენ, რომ კომპანიის მიერ წარმოებული ქათმის ხორცი თავის ნიშას დაიკავებს.

შ.პ.ს. “პოულტრი ჯორჯია” იგივე ”კოდა”  2002 წელს,  სს “ თბილისის სანაშენე რეპროდუქტორის” და სს “კოდას” ბაზაზე დაარსდა. თავდაპირველად პროდუქციის წარმოება (სუფრის კვერცხი და ქათმის ხორცი) ხდებოდა რუსული წარმოების მოძველებული დანადგარ- მოწყობილობებით,რომელთა ტექნლოგიური სიძველე  ზრდიდა დანახარჯებს და ამცირებდა “კოდას” პროდუქციის კონკურენტუნარიანობას შესაბამის იმპორტულ პროდუქციასთან შედარებით. ამიტომ კომპანიის დამფუძვნებლემა მიიღეს გადაწყვეტილება, მომხდარიყო წაროების ეტაპობრივი გადაიარაღება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით რეინვესტიციის ხარჯზე. ”კოდას” ქარხანაში დაინერგა ფრინველის გამოზრდის თანამედროვე კლიმატ-კონტროლის კომპიუტერული სისტემები და გადამუშავების ახალი ტექნოლოგიები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g