LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწარმოებლები საახალწლოდ კვერცხის გაძვირებას არ გეგმავენ, თუმცა პროდუქტი შეიძლება რეალიზატორებმა გააძვირონ

72

მწარმოებლები საახალწლოდ კვერცხის გაძვირებას არ გეგმავენ, თუმცა ფიქრობენ, რომ პროდუქტი შეიძლება რეალიზატორებმა გააძვირონ.

როგორც „ფორტუნას“ კომპანია „კოდაში“ განუცხადეს, დოლარის გაძვირების გამო ფასების გაზრდის საკითხი დადგა, კომპანიამ მოგების ხარჯზე კვერცხის ფასების შენარჩუნება მოახერხა.

„ფრინველის საკვები იმპორტირებულია და გაძვირდა, გაიზარდა პროდუქტის თვითღირებულებაც. მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი ისედაც დაბალია და ფასების ზრდა კიდევ უფრო გაართულებდა ვითარებას, ამიტომ მოგების ხარჯზე ფასები შევინარჩუნეთ,“- განაცხადეს „კოდაში“.

მათი თქმით, მიუხედავად ამისა, საცალო ქსელში მაღაზიები კვერცხს ალბათ, მცირედ, მაგრამ მაინც  გააძვირებენ, რადგან საახალწლოდ ის მოთხოვნადი პროდუქტია.

საცალო ქსელში კვერცხის ფასები, კატეგორიების მიხედვით 28 დან 32 თეთრამდე მერყოებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები