LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კოკა-კოლამ“ ტანსაცმლის ხაზი შექმნა (ფოტოები)

542
1

მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა გამაგრილებელმა სასმელმა „კოკა-კოლა“ ტანსაცმლის ხაზი შექმნა. საქმე ისაა, რომ ცნობილმა ბრენდმა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელ ამერიკულ კომპანია KITH-თან თანამშრომლობა დაიწყო. მხარეების კოლაბორაციის შედეგად კი საზაფხულო, უფრო კონკრეტულად კი „ჰავაის თემატიკის“ კოლექცია შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ სამოსზე რომელიც უკვე იყიდება როგორც KITH-ის ბრენდირებულ მაღაზიებში, ისე KITH-ის ონლაინ მაღაზიაშიც, „კოკა-კოლასა“ და KITH-ის ლოგოებია დატანილი. ამასთან, ის ვინც აღნიშნული კოლექციით დაინტერესდება და „ჰავაის თემატიკის“ სამოსს შეიძენს, საჩუქრად გადაეცემა ერთი ბოთლი „კოკა-კოლა“, რომლის ფერადი ბოთლიც სწორედ ამ კოლექციისთვის შეიქმნა და მას სხვაგან ვერც ნახავთ და ვერც შეიძენთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g