LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოხტას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა

113

თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, კოხტას მთაზე, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. ადგილზე ამ დროისთვის ერთი ქართული ვერტმფრენი მუშაობს, თუმცა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უმოკლეს დროში ირანული ვერტმფრენიც ჩაერთვება.

ცეცხლის ჩაქრობისთვის ადგილზე ათობით მაშველი იმყოფება.

ართანას მთაზე ხანძრის ლოკალიზება გუშინ მოხერხდა. ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g