LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოლუმბიაში ავიაკატასტროფას 5 ადამიანი გადაურჩა

83

წინასწარი ინფორმაციით, კოლუმბიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის 76 მგზავრიდან მხოლოდ ხუთი გადარჩა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ავიაკატასტროფას ალან რუშელი, ხიმენა სუარესი, დანილო, ედვინი, ჯექსონ ფოლმანი და რაფაელ ჰენცელი გადაურჩნენ.

სამგზავრო თვითმფრინავი British Aerospace 146, რომელიც ბოლივიიდან კოლუმბიაში ჩარტერულ რეისს ასრულებდა, კოლუმბიაში (ქალაქ მედელინასთან ახლოს)დღეს  ჩამოვარდა.

მგზავრებს შორის იყვნენ ბრაზილიის საფეხბურთო კლუბ „შაპეკოენსეს“ ფეხბურთელები კლუბის წევრები (27 ადამიანი), მათ „ატლეტიკო ნასიონალთან“ უნდა ეთამაშათ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g