LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა” – ჯეჯელავას ქართული ზღაპრები არ მოსწონს

324

ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ ქართული ზღაპრები და მულტფილმები შესაცვლელია, კომბლე კი „ცუდი მეცხვარე იყო“. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა რადიო ”პალიტრის” ეთერში აღნიშნა, რომ ზღაპრები ბავშვებზე დიდ გავლენას ახდენს და  იმ დროის შესაბამისი იყო, როდესაც ისინი შეიქმნა, ახლა კი ცვლილებების დროა.

”ხშირად ვსაუბრობ, ზღაპრის გმირებით დაწყებული, მულტფილმის გმირებით დამთავრებული, რამხელა გავლენა აქვს ადამიანზე მისი ბავშვობის გმირებს. შესაბამისად, შესაცვლელი გვაქვს პრაქტიკულად ყველაფერი. მაგალითად, შეამჩნევდით, არ გვაქვს ქართული მულტფილმები. ძველები გვაქვს, რომლებიც საბჭოთა მულტფილმებია”, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ „ორი პრეტენზია აქვს კომბლესთან“.

”კომბლე მოძალადეა და ცუდი მეცხვარეა. ორი პრეტენზია მაქვს. ორი ცხვარი ჰყავს და მეცხვარეს რატომ უნდა ჰყავდეს ორი ცხვარი თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, იმიტომ არის ცუდი მეცხვარე, რომ ცხვრის მოვლით არ არის დაკავებული, კომბლის მთლელია”, – აღნიშნა ჯეჯელავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g