„კომენდანტის საათის” გაუქმება არ იგეგმება, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს ამის საფუძველი, ასევე არ გვაქვს ამის ფუფუნება, პანდემია კვლავ საქართველოშია, ისევე როგორც მსოფლიოში,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვნად მიმდინარეობს გამკაცრებები, მაშინ როდესაც საქართველოში მნიშვნელოვანი შემსუბუქებები გვაქვს.
ჯანდაცვის მინისტრმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, ყურადღება გურიაში არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებითაც გაამახვილა და თქვა, რომ რეგიონში საყურადღებო ვითარებაა.
“გურიის რეგიონში საყურადღებო ეპიდვითარებაა. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ადგილზე გავივლით, რეკომენდაციებს მივცემთ, რომლის დაცვაც საჭიროა და მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ გურიაში შემდეგი გამკაცრებები არ მოხდეს,“ – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
„ფაიზერი“ გამოიკვეთა როგორც ყველაზე მეტად ტრენდული ვაქცინა: ტიკარაძე