ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარძის განცხადებით, „ფაიზერი” გამოიკვეთა როგორც ყველაზე მეტად ტრენდული ვაქცინა.
მინისტრის თქმით, ყველა ვაქცინა ერთნაირად მაღალი სარგებლის მომტანია, ხოლო მათი მხრიდან მოტანილი ზიანი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ვაქცინაციის პროცესზე უარის თქმა.
ტიკარაძის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, რომელიც, მისივე სიტყვებით, რა თქმა უნდა, როგორც რეგულირების სააგენტოს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსაც გააჩნია.
„რა თქმა უნდა, „ფაიზერი“ გამოიკვეთა როგორც ყველაზე მეტად ტრენდული ვაქცინა, თუმცა, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მკაცრი მარეგულირებლები აჟღერებენ, ყველა ვაქცინა არის ერთნაირად მაღალი სარგებლის მომტანი და მათი მხრიდან მოტანილი ზიანი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ვაქცინაციის პროცესზე უარის თქმა.
დარწმუნებული ვარ, საქართველოში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, რომელიც, რა თქმა უნდა, როგორც რეგულირების სააგენტოს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსაც გააჩნია.
ის ღრმა კვლევა, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად მიმდინარეობს, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ იმის შესახებ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი ვაქცინა არ ყოფილა. ჩვენ მოქალაქეების ნდობა „ასტრაზენეკას“ მიმართ მნიშვნელოვნად გაიზრდება და ვაქცინაციის პროცესი ჩვეულ რიტმში აღდგება“, – განაცხადა ტიკარაძემ.