საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველოს საგანგებო დავალებათა ეკონომიკური დესპანები ეყოლება.
„წლევანდელი ელჩების კონფერენციის ფარგლებში განვიხილავთ იმ საკითხს, რომ გვექნება ახალი ფორმატი. ეს არ იქნება კომერციული ატაშეები, გვეყოლება საგანგებო დავალებათა ეკონომიკური დესპანები. ჩვენ შეგნებულად ავწიეთ დონე, რადგან პარტნიორ ქვეყნებსა და მის ორგანიზაციებში მნიშვნელოვანია წარმომადგენლების სტატუსი. ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვიწყებთ მუშაობას იმაზე, რომ მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები შევარჩიოთ. მათი მთავარი მოვალეობა იქნება ინვესტიციების მოზიდვა, საქართველოს ცნობადობის ამაღლება“, – განაცხადა ზალკალიანმა.