LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.3 მლრდ ლარით გაიზარდა

88

2017 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15  – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.3 მლრდ ლარით, ანუ 0.8 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.0 პროცენტით) და 30.5 მლრდ ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4 პროცენტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g