„ივანიშვილის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიზანია არა სიმართლის დადგენა, არამედ პოლიტიკური აქტორების, პოლიტიკური ოპონენტების დევნა“, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
კუპრაძემ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ გააკეთა კომენტარი:
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს
ალუდა ღუდუშაური საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობაზე: „როცა მათ მიმართ კანონმდებლობა მტკიცე და პრინციპული იქნება, მერე ტირილის, გოდების და მოთქმის რეჟიმში ნუ იქნებიან, რომ თითქოს მათ ვინმე დევნის“
როგორც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რითაც კომისიაზე დაბარებული პირების გამოუცხადებლობას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ივანიშვილი ცდილობს „შეკეროს“ კონკრეტული საქმეები:
„ივანიშვილის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიზანია არა სიმართლის დადგენა, არამედ პოლიტიკური აქტორების, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, რომელთა წინააღმდეგაც ივანიშვილი ცდილობს „შეკეროს“ კონკრეტული საქმეები. პარალელურად, შექმნას სამართლებრივი საფუძვლები იმისთვის, რომ კრემლს და რუსეთს მისცეს შესაძლებლობა, ჰქონდეს შესაბამისი უკანონო და პოლიტიკურად საქართველოს ინტერესების შემლახავი განცხადებები და პოზიციები, მათ შორის დამაზიანებელი პოზიციები საქართველოს ჯარზე, სამხედროებსა და აგვისტოს ომზე“,– განაცხადა კუპრაძემ.
მიხეილ ქარელი: „ომი მიხეილ სააკაშვილის უდიდესი ავანტიურა გახლდათ – ის ფსიქიკურად ავადმყოფია და დღესაც საშიშია, გულწრფელად გეტყვით, ყოველთვის მქონდა განცდა, რომ წინა ცხოვრებაში, ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი“
ამის შესახებ შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა, მიხეილ ქარელმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.