LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს

133
დსვგზ;ჯ

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ ისაუბრა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

„წარმოდგენილი ცვლილებებით მაკროეკონომიკური პროგნოზების განახლება ხდება. სექტემბერში გატარებული ცვლილებებით, ეკონომიკური ზრდა 8.5%-მდე გავზარდეთ, თუმცა 10 თვის მონაცემებით – 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ამიტომ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და 10%-იანი ეკონომიკური ზრდით ვცვლით რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. ამასთანავე, ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის კორექტირება, რაც განვლილი ფაქტორების მაჩვენებელზეა დაფუძნებული. იმ მონაცემებით, რაც მიმდინარე წლის 11 თვის მაჩვენებლებით გვაქვს, -526 მლნ ლარით იზრდება საგადასახადო შემოსავლები, საიდანაც 491 მლნ. სახელმწიფო ბიუჯეტის, ხოლო 34 მლნ ლარი მუნიციპალური ბიუჯეტების წილია“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე ინფორმაციით, ჯამში შემოსავლების ნაწილი 596 მლნ. ლარით იზრდება და აღნიშნული თანხები სხვადასხვა მიმართულებების დაფინანსებაზე მიიმართება. მინისტრის მოადგილის თქმით, ცვლილება ძირითადად სამი უწყების – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროების დაფინანსების გაზრდას შეეხება.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა პატივი მიაგეს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპული ქართველ მეომრების ხსოვნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g