კომოს ტბაზე ჯორჯ კლუნის მეუღლის, ამალ კლუნის „სამართლიანობის ფონდის“ დახურული ღონისძიება გაიმართა. ამ დღეს ერთ სივრცეში სამართლებრივი სფეროდან არაერთმა ლიდერმა მოიყარა თავი.
გლამურული წვეულება აშკარად საგულდაგულოდ გახლდათ ორგანიზებული. კომოს თვალწარმტაცი ხედები, დახვეწილად მორთული ინტერიერი, მდიდრული ფურშეტი და თავად ამალ კლუნი, რომელმაც ხასხასა კაბაზე შეაჩერა არჩევანი.
მას გვერდს უმშვენებდა მეუღლე, ჯორჯ კლუნი, რომელიც საყვარელ ქალს ყველა წამოწყებაში მხარში უდგას. უმშვენიერესმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო
ჯორჯ და ამალი კლუნების პაემანი სენ-ტროპეს სანაპიროზე და უთბილესი ფოტოები
ჯორჯ კლუნი და მისი ულამაზესი მეუღლე ამალი, საქველმოქმედო საღამოზე ბრწყინავდნენ
შეუდარებელი ამალ კლუნი „ბაჩ მაის“ ქალთევზას ულამაზეს კაბაში, „ვენეციის ფესტივალზე”












