LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ და ამალი კლუნების პაემანი სენ-ტროპეს სანაპიროზე და უთბილესი ფოტოები

174
page

ჯორჯ და ამალი კლუნებმა უქმეები სენ-ტროპეში გაატარეს. პაპარაცებმა ვარსკვლავური წყვილი ადგილობრივ რესტორანში, პაემანზე გადაიღეს. წყვილი, რომელსაც 10 წლიანი ქორწინება აკავშირებს, როგორც ყოველთვის ხელიხელჩაკიდებულები მისეირნობდნენ და ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდნენ.

ამ დღეს 46 წლის ამალის „სტელა მაკკარტნის“, 2015 წლის კოლექციიდან წარმოდგენილი ჭრელი კაბა ამშვენებდა და ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.

„35 წლის ვიყავი და მეგონა, რომ უკვე აღარასდროს გავთხოვდებოდი, შემდეგ ჯორჯს შევხვდი და ვიფიქრე, რომ მის გარდა, სხვა ვერავისთან შევძლებდი ყოფნას“, – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში 63 წლის ჯორჯ კლუნის საყვარელმა ქალმა.

ჯორჯ კლუნი „პოლოს“ მაისურში, ამალ კლუნი კი, ყვავილებიან კაბაში, სენ-ტროპეს სანაპიროზე

ჯორჯ კლუნი და მისი ულამაზესი მეუღლე ამალი, საქველმოქმედო საღამოზე ბრწყინავდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები