LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია „ენკას“ სამშენებლო მასალები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის გავლით გადააქვს, რის გამოც სოფელში კარავს შლიან

157
გოლეთიანი-აქციებზე

გუშინ ღამით რიონის ხეობასთან დამაკავშირებელ გზაზე ხმაური იყო.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების განცხადებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორში კიდევ ერთი ალტერნატიული გზაა, რომლის საშუალებითაც კომპანია სამშენებლო მასალების ხეობაში შეტანას გეგმავდა.

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, გუშინ ღამით დაპირისპირება სწორედ ამ გზაზე მოხდა. მისივე თქმით, დღეს გამთენიისას სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა გადაადგილდა რიონის ხეობის მიმართულებით,

ამ დროისთვის აქტივისტები აღნიშნულ სოფელში კარავს შლიან.

magti 5g