LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია “ჰანსგროე” – გერმანული კომპანია 120 წლიანი გამოცდილებით “გალერეა დემასში”

1470
demas

სავაჭრო ცენტრში “გალერეა დემასი” გერმანული ბრენდის „ჰანსგროეს“ ახალი კოლექციები დაემატა. “აქსის თაუერსში”, სასტუმრო “პულმანის” საპრეზენტაციო დარბაზში კომპანია “ჰანსგროეს” უნიკალური პროდუქციის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც კომპანია “დემასი” მასპინძლობდა, როგორც “ჰანსგროეს” ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.  ღონისძიებას კომპანია “ჰანსგროეს” წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

„კომპანია „ჰანსგროე“ მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია და მე ვამაყობ, რომ კომპანია „დემასმა“ შემოიყვანა ის საქართველოში და დღეს მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. მათი ნებისმიერი ხაზი არის ძალიან ხარისხიანი. ეს არსი ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც დაიწყო ზრუნვა გარემოზე, მაგალითად, „ჰანსგროე“ წარმოებაში იყენებს მზის ენერგიას, მათი ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოშვებული პროდუქცია 60%-ით ამცირებს წყლის ხარჯვას. ეს არის ხაზი, რომელიც ნებისმიერი ბიუჯეტს მოერგება და თან იძლევა ხარისხის გარანტიას“, – ამბობს „ბიზნესნიუსთან“ საუბრისას, კომპანია „დემასის“ მარკეტინგის მენეჯერი მიხეილ რაზმაძე.

„ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ 5 ტრენდული ფერის არჩევანს. ინოვაციური არის ის, რომ ყველა საშხაპე ყურმილს ზოგადად აქვს 100 ნახვრეტი, აღნიშნული დიზაინის შემთხვევაში, ერთ ნახვრეტს კიდევ 5 ნახვრეტი აქვს. პროდუქცია ჩვეულებრივ გაიყიდება “გალერეა დემასის” შოურუმში”, – აცხადებს დავით წულუკიძე, “გალერეა დემასის”იმპორტისა და გაყიდვების კოორდინატორი.

როგორც “დემასის” წარმომადგენლები ამბობენ, “ჰანსგროეს” შემრევი ონკანები, საშხაპე ყურმილები, საშხაპის მოწყობილობები და აბაზანის აქსესუარები რომ ხარისხის ეტალონია, ამას ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე დამკვიდრებული კომპანიის რეპუტაციაც ადასტურებს. სწორედ ამიტომ, სამომხმარებლო ბაზრის მოთხოვნისამებრ, სავაჭრო ცენტრში “გალერეა დემასი” ჰანსგროეს ახალი კოლექციები დაემატა.

“აქსის თაუერსში” გამართულ პრეზენტაციაზე პროდუქციის რამდენიმე ხაზი იყო წარმოდგენილი: FinishPlus, Finoris, Vivenis, Rainfinity, Aquno Select. საღამოს ესწრებოდნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი არქიტექტორები და დიზაინერები.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა “კოქტეილ ფართი“. ასევე, ჩატარდა ვიქტორინა, სადაც გამარჯვებულები „ჰანსგროეს“ პროდუქციით დაჯილდოვდნენ.

გერმანულ კომპანიას ბაზარზე ოპერირების 120-წლიანი გამოცდილება აქვს. მსოფლიოში, სანტექნიკის მწარმოებელ კომპანიებს შორის, ლიდერი კომპანიის პროდუქცია “დემასის” დამსახურებით საქართველოშიც ძალზე პოპულარულია.

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია “გალერეა დემასის” შოურუმში, მისამართზე 9 მარტის სახელობის ბაღის მიმდებარე ტერიტორია/მშრალ ხიდთან. ტელ: 2999901

www.gallerydemasi.ge

(R)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g